Sunday, June 29, 2014

                               პროექტი   “ათწილადები“
                               კლასი  VI.
პრობლემა:
მოსწავლეებს უჭირთ ათწილადების სწორად აღქმა.
უჭით მიღებული ცოდნის და გამოცდილების დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან
მიზანი:
მოსწავლემ სწორად აღიქვას ათწილადების დამრგვალების არსი
მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა მოძიება
მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა  დახარისხება
მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა დამუშავება
მოსწავლემ შეიძინოს როგორც დამოუკიდებლად მუშაობის, ისე გუნდურად მუშაობის უნარ- ჩვევა
ინდიკატორები   
მათ.VI.2.  ასრულებს არითმეტიკულ მოქმედებებს არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე  და აფასებს მოქმედებათა შედეგს
·        ამრგვალებს ათწილადებს მოცემული სიზუსტით; მიოახლოვებით პოულობს (სიზუსტის მითითების გარეშე) არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობას.
მათ.VI.11.მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს
·         ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას და იყენებს მას

აქტივობები

·         დაათვალიერონ სხვადასხვა გაზეთი
·         შეარჩიონ გაზეთი, რომელშიც ბევრი ათწილადია წარმოდგენილი
·         დაამრგვალონ თითოეული ათწილადი უახლოეს მთელამდე



·         გააკეთონ ანალიზი - იმსჯელონ:
-          რამდენად შეესაბამება დამრგვალებული რიცხვები წარმოდგენილი მონაცემების შინაარსს
-         რამდენად მიზანშეწონილია ათწილადების დამრგვალება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამა თუ იმ თანრიგამდე
შედეგი
მოსწავლეები უკეთ გაიგებენ ათწილადების დამრგვალების არსს
მოსწავლეები შეძლებენ მონაცემთა მოძიებას, დახარისხებას, დამუშავებას
შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
პროექტის ვადა:  ორი კვირა
შეფასება:   შემაჯამებელი  განმავითარებელი



პროექტი  „ათწილადები“  განვახორციელე მე-6 ა კლასში 20 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით
მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს ჯგუფები, შეარ ჩიეს გაზეთები, ამოიწერეს მათთვის საჭირო ინფორმაცია, დაამრგვალეს ათწილადები.
განსაკუთრებით გაუჭირდათ მონაცემების შეფასების ეტაპი, მოსწავლეებმა  ჩემი დახმარებით გაანალიზეს შედეგები, გამოარჩიეს ის შემთხვევები, როცა მონაცემთა დამრგვალება ამა თუ იმ თანრიგამდე ამახინჯებს ინფორმაციას და გამოუსადეგარს ხდის მას.     
 ჯგუფების    მუშაობა შევაფასე  განმავითარებელი  კომენტარებით .
მოსწავლეებმა განივითარეს : ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, გუნდური მუშაობის, ინდივიდუალური მუშაობის, ანაქლიზის, შეფასების, დასკვნის გამოტანის უნარ- ჩვევები.                               
















No comments:

Post a Comment